„კრიმინალები, ათამდე დეპუტატი დაესხა თავს“ – გოცირიძე გუბაზ სანიკიძის ცემაზე

პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე დეპუტატ გუბაზ სანიკიძის ცემასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.

„ადამიანები, რომლებიც სხედან პლენარულ სხდომათა დარბაზში, კრიმინალები არიან. პრემიერ- მინისტრი მოღალატეობრივი ტექსტებით გამოდიოდა და პირდაპირ ცილი დასწამა ცალკეულ ოპოზიციონერ დეპუტატებს. შეურაცხყოფა მიაყენა გუბაზ სანიკიძეს, შეკამათების შემდეგ, მას ათამდე დეპუტატი და უცხო ადამიანები დაესხა თავს, როგორც ჩანს, ისინი პრემიერს ჰყავდა დაცვიდან ან არ ვიცი, ვინ იყვნენ, ძნელი იყო გარჩევა, ერთ ადამიანს ათი ადამიანი სცემდა. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული“, – განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოში გუბაზ სანიკიძე სცემეს და შენობიდან გააგდეს.

,,დავაი აქედან….შენ მოგი…”- ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში

მსგავსი თემები