„ვალდებული ხართ, დააფიქსიროთ თქვენი მკვეთრი პოზიცია ანტიდასავლურ რიტორიკაზე“ – დეკანოიძე საგარეო მინისტრს

„თქვენ ვალდებული  ხართ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის წინაშე,  თქვენი მკვეთრი პოზიცია ანტიდასავლურ  რიტორიკაზე დააფიქსიროთ“,-ასე მიმართა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ ილია დარჩიაშვილს, რომელსაც პარლამენტი ინტერპელაციის წესით უსმენს.

ხატია დეკანოიძის თქმით, დასავლელი პარტნიორების მკაფიო მოთხოვნაა ანტიევროპული და ანტიუკრაინული რიტორიკის შეწყვეტა და საგარეო საქმეთა მინისტრი ვალდებულია მსგავს რიტორიკასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გამოხატოს.

„ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან როცა საუბრობთ, იქ იყო სამი ძირითადი მოთხოვნა, ანტიდასავლური და ანტიუკრაინული რიტორიკის   შეწყვეტა და 12 პუნქტის და რეკომენდაციის  შესრულება. მაგრამ თქვენი მხრიდან არც ერთხელ არ მომისმენია არც მე პირადად და არც საზოგადოებას ანტიდასავლური რიტორიკა, მათ შორის, უკრაინასთან მიმართებაში, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ ის, რომ ამ ანტიდასავლური რიტორიკით ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ სტატუსისთვის კონსენსუსი ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის, ვინაიდან პირველი მოთხოვნა სწორედ ეს არის“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი თემები