„მოხსენით მიკროფონი და ესროლეთ, უფრო ადვილია”- ხათუნა სამნიძე

„მოხსენით მიკროფონი და ესროლეთ, უფრო ადვილია,”- ამ სიტყვებით ოპოზიციონერმა დეპუტატმა  ლევან მგალობლიშვილს მიმართა.

სამნიძემ პრემიერსაც მიმართა და აღნიშნა, რომ ”უმრავლესობის მთავარ მესიჯბოქს” აცდენილია.

„მოხსენით მიკროფონი და ესროლეთ, უფრო ადვილია. მეხუთე კოლონა, მეხუთე კოლონა აცდენილი ხართ თან უმრავლესობის მთავარ მესიჯბოქს, რომ ჩვენ ფაშისტები ვართ. ახლა მეხუთე კოლონაც გავხდით. გუშინ თურქეთის აგენტები ვიყავით, მაქამდე ჯაშუშები ვიყავით. ეს არის ქვეყნის გადარჩენა? პირდაპირ გეკითხებით ის არის ქვეყნის გადარჩენა, რომ ორი დღის წინ უკან დაიხიეთ სწორად, უკან წაიღეთ რუსული კანონი, ახალგაზრდების მიტინგი შეაფასეთ, როგორც გულწრფელი პროტესტი და დღეს უწოდებთ დესტრუქციას და პარლამენტის შენობაზე თავდსახმას” – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

მსგავსი თემები