„გუბაზ სანიკიძე 100 000 დოლარად განაცხა და შეიწერა საკუთარ დედაზე“ – კობახიძე სანიკიძის ცემაზე

პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატის, გუბაზ სანიკიძის ცემის ფაქტზე განცხადება გააკეთა და მას 100 000 დოლარად „განაცებული“ უწოდა.

„ყველა „ნაცი“, რომელიც 100 ათასს დოლარად „ნაცდება“, ასე უნდა გარბოდეს პარლამენტის შენობიდან, ეს არის გუბაზ სანიკიძის ხვედრი. ფიზიკურ დაპირისპირებაზე არ ვიცი, ვიცი, რომ გუბაზ სანიკიძე სამარცხვინოდ გაიქცა. მე რაც ვნახე, არანაირი დარტყმა არ ჩანს და არც არაფერი მსგავსი. მე, რაც ვნახე იქ ჩანს, რომ გუბაზ სანიკიძე სამარცხვინოდ გარბის პარლამენტის შენობიდან. ყველა „ნაცი“, რომელიც 100 ათას დოლარად „ნაცდება“ ასე უნდა გარბოდეს პარლამენტის შენობიდან. ეს არის გუბაზ სანიკიძის ხვედრი. ეს არის გუბაზ სანიკიძის მიერ საკუთარი თავისთვის გამოტანილი განაჩენი. 100 ათასს დოლარად, რომ “განაცდები“, მეტის ღირსი ბუნებრივია, არ ხარ. მას „ნაციონალებისგან“  აქვს 100 000 დოლარი აღებული. მილიონები ვერ იშოვა, მაგრამ იშოვა 100 000 დოლარი. გუბაზ სანიკიძემ შეიწერა საკუთარ დედაზე. უარყოფა უნდოდა ამ 100 000 დოლარის აღების. 100 000 დოლარად „განაცდა“ და მერე საკუთარ დედასაც არ სცა პატივი“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში.

,,დავაი აქედან….შენ მოგი…”- ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში

მსგავსი თემები