,,რატომ უყვარხართ რუსეთის ყველაზე ოდიოზურ ტელეწამყვანებს”- გოცირიძე პრემიერს

,,რატომ გაქებთ რუსული მედია, რატომ უყვარხართ რუსეთის ყველაზე ოდიოზურ ტელეწამყვანებს, რომლებიც ყველანი არიან დასანქცირებული დასავლეთის მიერ,”- ამ სიტყვებით ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილმს მიმართა.

,,თქვენი მოსხენების შინაარსი იყო, რომ დამნაშვე არის თურმე უკრაინა, რადგან მან არ დაუთმო რუსეთს. სად არის რუსეთი, როგორც აგრესორი ნახსენები. სად არის ნახსენები ის, რომ დღეს მთელი მსოფლიო გაერთიანებულია ამ ბოროტი არსების, პუტინის წინააღმდეგ.

რატომ გაქებთ რუსული მედია, რატომ უყვარხართ რუსეთის ყველაზე ოდიოზურ ტელეწამყვანებს, რომლებიც ყველანი არიან დასანქცირებული დასავლეთის მიერ. ხანდახან რა უხერხული ეპითეტებით მოგიხსენიებენ. ნუთუ ომში მყოფი ქვეყნისადმი ერთი სოლიდარობის სიტყვა არ წამოგცდათ მთელი ნახევარი საათის განმავლოაბაში. იგონებთ რაღაც სულელურ მესიჯბოქს, რომ უკრაინა გვაქეზებს, რომ ომი დავიწყოთ. თქვენ ფიქრობ რომ ოპოზიცია იწყებს ომს, რომ გაათავისუფლოს აფხაზეთი და ცხინვალი? ანუ ეს არის ლოგიკა. მიზანი რა არის ომის დაწყების? ახსენით ელემენტარულად.

ბატონო ირაკლი, პუტინს რატომ არ ახსენებთ? ჰააგის სასამართლომ რომ დაპატიმრების ორდერი გასცა, ამ ადამიანის სახელი ნუთუ ერთხელ მაინც არ შეგიძლიათ თქვათ, როგორც აგრესორისა?- მიმართა გოცირიძემ პრემიერს.

მსგავსი თემები