უკრაინაში დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

დნეპროპეტროვსკში, რუსული ძალების მხრიდან უკრაინაში საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვის შემდეგ, მსხვერპლი იზრდება. ბოლო მონაცემებით დაღუპულია 12 ადამიანი, თუმცა, ეს არ არის საბოლოო მონაცემები.

კორპუსის ნანგრევებში მოყოლილია ხალხი, რომელთა ამოყვანა ვერ ხერხდება. დაღუპულთა შორისაა 15 წლის გოგოც.

ამ დროისთვის დაბომბვის შედეგად დაშავებულია 64 ადამიანი, რომელთა შორის 59 საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მსგავსი თემები