“უნდა აფხიკონ ადამიანი, მიაყუდონ რაღაცას” – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი დედამ – გიული ალასანიამ მოინახულა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მისი შვილი ძალიან მძიმედაა და ასეთ მდგომარეობაში ხილვა ძალიან უჭირს.

„სუსტად არის. მიჭირს მისი ყურება ასეთ მდგომარეობაში, ძალიან მიჭირს. ვერაფრით ვცნობ ჩემს შვილს. წონაში იკლებს ყოველდღე… სასამართლო პროცესი ჩანიშნულია სამშაბათისთვის. არ მგონია, დაესწროს, სრულიად გამორიცხულია, მე რომ მკითხოთ. ვერაფერს მოახერხებს, რადგან მაშინ უნდა აფხიკონ ადამიანი, მიაყუდონ რაღაცას. ამის შემდეგ წნევა ეწევა და იწყება უარესი პრობლემები, ვიდრე არის. რაც აქვს, უკვე საკმარისია“, – აღნიშნა ალასანიამ მედიასთან.

მსგავსი თემები