ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 5 ახალი პაციენტი შეიყვანეს

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 5 ახალი პაციენტი შეიყვანეს. ამის შესახებ განცხადება ინფექციურ საავადმყოფოსთან ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ გააკეთა.

მისი თქმით, ამ დროისთვის კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ისევ უცვლელი რჩება და სამია. რაც შეეხება ამ მომენტისთვის ბოქსირებულ განყოფილებაში პაციენტების რაოდენობას, იქ 28 ადამიანი იმყოფება.

მისი თქმით, ამ დროისთვის ლუგარის ლაბორატორიაში 11 პაციენტის ანალიზია გადაგზავნილი, რომელზეც პასუხი, სავარაუდოდ, შუაღამით იქნება.

მსგავსი თემები