„ყველგან, სადაც მიდის, მიაქვს ნგრევა, სიკვდილი და განუზომელი ტანჯვა“ – ლიეტუვას პრეზიდენტი

უკრაინაში საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვასა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვასთან დაკავშირებით ლიეტუვას პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

„რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. ყველგან, სადაც მიდის, მას ნგრევა, სიკვდილი და განუზომელი ტანჯვა მოაქვს. სისასტიკეს, მასობრივ მკვლელობებს, საცხოვრებელ კორპუსებზე თავდასხმებს არასოდეს იქნება ნაპატიები და დავიწყებული. პასუხისმგებლობის დრო მოვა. ლიეტუვა უკრაინის გვერდით დგას!“, – აცხადებს პრეზიდენტი  გიტანას ნაუსედა.

დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა.

მსგავსი თემები