ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს მთელი ღამე ეძებდნენ

უკრაინას წუხელ განსაკუთრებულად მძიმე ღამე ჰქონდა. დნეპროპეტროვსკში, რუსული ძალების მხრიდან დაბომბილ მაღალსართულიან კორპუსებში ადამიანებს მთელი ღამე ეძებდნენ. სამაშველო ღონისძიებები ამ, დრომდე გრძელდება. მსხვერპლთა რაოდენობა კი იზრდება.

დაღუპულია 12 ადამიანი, თუმცა, ეს არ არის საბოლოო მონაცემები. ნანგრევებიდან 30-ზე მეტი ადამიანი ამოიყვანეს. ადამიანებს სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების დახმარებით ეძებენ.

მსგავსი თემები