ბუბა კიკაბიძე გარდაიცვალა

84 წლის ასაკში ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, ბუბა (ვახტანგ) კიკაბიძე  გარდაიცვალა.

ბუბა კიკაბიძე 1967 წლიდან ვოკალურ ინსტრუმენტალურ ანსამბლ „ორერას“ სოლისტი იყო. ყველასთვის ცნობილია მისი როლები. განსაკუთრებით კი „მიმინო“, რომლის შესრულებისთვის მას მიღებული აქვს სახელმწიფო პრემია.

ბუბა კიკაბიძე 2020 წელს იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.

მსგავსი თემები