„ისტორიის არასწორ მხარეს ხართ“ – ევროპარლამენტარი სალომე ზურაბიშვილს

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინაში საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვის შემდეგ გააკეთა.

„და რა? თქვენ ისტორიის არასწორ მხარეს ხართ!“- ასეთია ევროპარლამენტარის გამოხმაურება სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე.

ევროპარლამენტარი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ვიცე-პრემიერის განცხადებასაც ახსენებს, სადაც ის ამბობს, რომ „მისი ქვეყანა უკრაინას სამხედრო დახმარებას არ გაუწევს, რადგან არ სურს კონფლიქტის მხარე გახდეს“.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა დაგმო ქალაქ დნიპროში საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებულ „სასტიკი თავდასხმა“, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლი მოჰყვა.

 

მსგავსი თემები