ჯო ბაიდენის სახლში საიდუმლო დოკუმენტები ისევ იპოვეს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სახლში საიდუმლო დოკუმენტების ნაწილი ისევ იპოვეს. თეთრი სახლის იურისტებმა დოკუმენტები  იუსტიციის დეპარტამენტს ჩააბარეს.

ამ ეტაპზე, საუბარია ექვსგევრდიან დოკუმენტაციაზე. არსებული ინფორმაციით, ეს დოკუმენტები ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროსაა შექმნილი. ბაიდენის სახლსა და ანალიტიკურ ცენტრში საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენის ეს უკვე მესამე შემთხვევაა. საქმეზე გამოძიება დაიწყო.

 

მსგავსი თემები