ევროკავშირის თავმჯდომარე შვედეთი გახდა

პირველი იანვრიდან ევროკავშირის თავმჯდომარეობა ჩეხეთის შემდეგ შვედეთზე გადავიდა. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, შვედეთის პრეზიდენტობა „გადამწყვეტია“ უკრაინის მხარდაჭერის შესანარჩუნებლად. „შვედეთი იღებს საბჭოს თავმჯდომარეობას კრიტიკულ მომენტში. ძვირფასო შვედეთის პრემიერ-მინისტრო ულფ კრისტერსონ, თქვენი ხელმძღვანელობა იქნება გადამწყვეტი ჩვენი ერთიანობის შენარჩუნებაში უკრაინის მხარდასაჭერად“, – განაცხადა ლაიენმა.

მეტი...

უკრაინის ძალებმა 400-მდე რუსი სამხედროს ლიკვიდაცია განახორციელეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ახალი წლის ღამეს დონეცკის რეგიონში, დროებით ოკუპირებულ მაკიივკაში მობილიზებული რუსი სამხედროების თავშეყრის ადგილს დაარტყეს. დაბომბვის შედეფად 400-მდე რუსი სამხედრო დაიღუპა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მობილიზებული რუსები პროფესიული სასწავლებლის შენობაში იყვნენ განთავსებული. მედიის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალების მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად 300-მდე რუსი სამხედრო დაიჭრა.

მეტი...

რუსეთმა უკრაინას დრონებით შეუტია – დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები

კიევის მერის, ვიტალი კლოიჩკოს ინფორმაციით, ირანული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად კიევის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ვიტალი კლიჩკოს ცნობით, დედაქალაქში ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა. “დედაქალაქის დაბომბვის შედეგად დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები. მოხდა ელექტროენერგიის ავარიული გათიშვა. დედაქალაქს წყალი ჩვეულ რეჟიმში მიეწოდება“, – წერს კლიჩკო „ტელეგრამზე“.

მეტი...

ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობისა და სანომრე ნიშნის გაცემის საფასური გაიზარდა

2023 წლიდან ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობისა და სანომრე ნიშნის გაცემის გაზრდილი საფასური მოქმედებს. 1-ელ იანვრიდან ძალაში შევიდა კანონი, რომლის საფუძველზეც შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევი ცალკეული მომსახურების საფასური ძვირდება. პირველი იანვრიდან სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად, 100 ლარი იქნება; ავტომობილის სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად, 80 ლარი ხდება, ხოლო ავტომობილის დაკარგული ან დაზიანებული სანომრე ნიშნის ერთი წყვილის აღდგენის საფასური 35 ლარის ნაცვლად, 80 ლარი იქნება.  

მეტი...

,,რუსეთში შიშია გამეფებული, რადგან ისინი ომს აგებენ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით,  რუსეთში შიშია გაბატონებული, რადგან ისინი ომს აგებენ. მისი თქმით, რუსეთი უკრაინას ვერცერთ წელს ვერ წაართმევს, ისევე, როგორც ვერ წაართმევს დამოუკიდებლობას, რადგან უკრაინელები მათ არაფერს დაუთმობენ. „ჩვენი ერთიანობის, ავთენტურობის სიცოცხლის განცდა – ეს ყველაფერი მკვეთრად ეწინააღმდეგება რუსეთში გამეფებულ შიშს. ეშინიათ. შეგიძლიათ იგრძნოთ ეს და მართალიც არიან, რომ ეშინიათ, იმიტომ, რომ აგებენ. დრონები, რაკეტები და კიდევ სხვა რამ მათ ვერ დაეხმარებათ, რადგან ჩვენ ერთად ვდგავართ და მათ მხოლოდ შიში აერთიანებთ“, – განაცხადად ზელენსკიმ.  

მეტი...

გურამ ბაღდოშვილს ხელში პიროტექნიკა აუფეთქდა

შეფ გურამ ბაღდოშვილს პიროტექნიკა ხელში აუფეთქდა. გავრცელებული ინფორმაციით, გურამ ბაღდოშვილი კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარზე დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

,,რუსეთი, შეიძლება, ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნის კოლონია გახდეს”- ოლექსი დანილოვი

უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით,  რუსეთი, შეიძლება, ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნის “კოლონია” გახდეს. მისივე თქმით, ეს სიტუაცია, შეიძლება, ძალიან საშიში იყოს. „თუ ვინმეს ჰგონია, რომ 2023 წელი ადვილი იქნება, რომ რუსებისთვის ყველაფერი დასრულდა და ყველაფერი კარგად იქნება, მე არ ვიზიარებ ამ თვალსაზრისს. ფაქტია, რომ რუსებს შეიძლება მფლობელები გამოუჩნდეს. დღეს ჩვენ ვაკვირდებით, რომ ერთ-ერთი მეზობელი ქვეყანა თანდათან ხელში იგდებს რუსეთს, რადგან იქ თავისი ინტერესები აქვს და ეს არის ძალიან, ძალიან საშიში ტენდენცია მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის ჩვენთვისაც“, – განაცხადა დანილოვმა.

მეტი...