,,რუსეთი, შეიძლება, ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნის კოლონია გახდეს”- ოლექსი დანილოვი

უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით,  რუსეთი, შეიძლება, ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნის “კოლონია” გახდეს. მისივე თქმით, ეს სიტუაცია, შეიძლება, ძალიან საშიში იყოს.

„თუ ვინმეს ჰგონია, რომ 2023 წელი ადვილი იქნება, რომ რუსებისთვის ყველაფერი დასრულდა და ყველაფერი კარგად იქნება, მე არ ვიზიარებ ამ თვალსაზრისს. ფაქტია, რომ რუსებს შეიძლება მფლობელები გამოუჩნდეს. დღეს ჩვენ ვაკვირდებით, რომ ერთ-ერთი მეზობელი ქვეყანა თანდათან ხელში იგდებს რუსეთს, რადგან იქ თავისი ინტერესები აქვს და ეს არის ძალიან, ძალიან საშიში ტენდენცია მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის ჩვენთვისაც“, – განაცხადა დანილოვმა.

მსგავსი თემები