რუსეთმა უკრაინას დრონებით შეუტია – დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები

კიევის მერის, ვიტალი კლოიჩკოს ინფორმაციით, ირანული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად კიევის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

ვიტალი კლიჩკოს ცნობით, დედაქალაქში ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა.

“დედაქალაქის დაბომბვის შედეგად დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები. მოხდა ელექტროენერგიის ავარიული გათიშვა. დედაქალაქს წყალი ჩვეულ რეჟიმში მიეწოდება“, – წერს კლიჩკო „ტელეგრამზე“.

მსგავსი თემები