პირველი იანვრიდან ევროკავშირის თავმჯდომარეობა ჩეხეთის შემდეგ შვედეთზე გადავიდა.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, შვედეთის პრეზიდენტობა „გადამწყვეტია“ უკრაინის მხარდაჭერის შესანარჩუნებლად.
„შვედეთი იღებს საბჭოს თავმჯდომარეობას კრიტიკულ მომენტში. ძვირფასო შვედეთის პრემიერ-მინისტრო ულფ კრისტერსონ, თქვენი ხელმძღვანელობა იქნება გადამწყვეტი ჩვენი ერთიანობის შენარჩუნებაში უკრაინის მხარდასაჭერად“, – განაცხადა ლაიენმა.