,,რუსეთში შიშია გამეფებული, რადგან ისინი ომს აგებენ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით,  რუსეთში შიშია გაბატონებული, რადგან ისინი ომს აგებენ.

მისი თქმით, რუსეთი უკრაინას ვერცერთ წელს ვერ წაართმევს, ისევე, როგორც ვერ წაართმევს დამოუკიდებლობას, რადგან უკრაინელები მათ არაფერს დაუთმობენ.

„ჩვენი ერთიანობის, ავთენტურობის სიცოცხლის განცდა – ეს ყველაფერი მკვეთრად ეწინააღმდეგება რუსეთში გამეფებულ შიშს. ეშინიათ. შეგიძლიათ იგრძნოთ ეს და მართალიც არიან, რომ ეშინიათ, იმიტომ, რომ აგებენ. დრონები, რაკეტები და კიდევ სხვა რამ მათ ვერ დაეხმარებათ, რადგან ჩვენ ერთად ვდგავართ და მათ მხოლოდ შიში აერთიანებთ“, – განაცხადად ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები