,,მიხეილ სააკაშვილის სისტემას ჰყავს ათიათასობით მსხვერპლი, მნიშვნელოვანია, დამნაშავემ სასჯელი მოიხადოს”- შალვა პაპუაშვილი

,,ორთვიანი კამპანიაა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, ვხედავთ მოწოდებებს, რომელსაც მოსდევს ზეწოლა, იქნება გარკვეული სახის აქციები პრეზიდენტის რეზიდენციასთან, თუ გარკვეული სახის მიმართვები,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის სისტემას ჰყავს ათასობით და ათიათასობით მსხვერპლი და  ამ მსხვერპლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ კანონიერი სასჯელი დამნაშავემ მოიხადოს.

„ამ საკითხს დაესვა წერტილი, ყველა თანხმდება, მას აქვს ჩადენილი დანაშაულები. ორი დანაშაულისთვის უკვე მისჯილი აქვს სასჯელი და იხდის მას. ამასობაში, სხვათა შორის, ერთი წელი უკვე მოიხადა სასჯელი. სასჯელს იხდის ორი დანაშაულისთვის და სამ საკითხზე მიმდინარეობს პროცესი. ანუ ყველა ვთანხმდებით, რომ მიხეილ სააკაშვილს ჩადენილი აქვს დანაშაული. შემდეგ არის, რომ თუკი ადამიანს აქვს ჩადენილი დანაშაული, ეს არის მინიმალური სტანდარტი ნებისმიერი სამართლიანი სახელმწიფოსი, რომ დანაშაულისთვის დგება პასუხისმგებლობა და სასჯელი ადამიანმა უნდა მოიხადოს. მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო, პრეზიდენტი, თუ სხვა კონსტიტუციური ორგანო, ყველამ უნდა სცეს პატივი თავად სისტემას, რომ დანაშაულისთვის არის სასჯელი და ამ სასჯელს სჭირდება მოხდა. ვინაიდან სასჯელის მიზანი არის სხვადასხვა და მათ შორის ეს არის ის, რომ ადამიანმა გააცნობიეროს თავისი დანაშაული და ასევე, ეს არის გარკვეულწილად სამართლიანობის გრძნობის მიცემა, შეგრძნების მიცემა საზოგადოებისთვის და სააკაშვილის დანაშაულების მსხვერპლებისთვის, ბევრნი არიან. ეს ორი ფაქტია, რომელზეც მას სასჯელი აქვს გამოტანილი, თუმცა სააკაშვილის სისტემას ჰყავს ათასობით და ათიათასობით მსხვერპლი. რა თქმა უნდა, ამ მსხვერპლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ კანონიერი სასჯელი დამნაშავემ მოიხადოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები