უკრაინის მთელ ტერიტორიაზე განგაშია – რა ხდება დედაქალაქში

მთელი უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაში გამოცხადდა. ინფორმაციას  ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, სირენები ჯერ უკრაინის დედაქალაქში გაისმა, ხოლო რამდენიმე წუთში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა.

ტელეგრამ არხის ინფორმაციით, ბელორუსის ტერიტორიიდან ჯერ რადიოლოკაციური თვალთვალის თვითმფრინავი, შემდეგ კი ავიაგამანადგურებელი МиГ-31К აფრინდა.

უკრაინის ტერიტორიაზე განგაშის სირენების ჩართვა სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება.

მსგავსი თემები