,,უკრაინა ბოლომდე მოახდენს რუსეთის ფედერაციის დემილიტარიზაციას”- მიხაილო პოდოლიაკი

,,უკრაინა ბოლომდე მოახდენს რუსეთის ფედერაციის დემილიტარიზაციას,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის პირველი მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, უკრაინა ბოლომდე განდევნის თავდამსხმელებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

,,ვერც საყოველთაო მობილიზაცია, ვერც ტყვიების პანიკური ძებნა, ვერც საიდუმლო კონტრაქტები ირანთან, ვერც ლავროვის მუქარები ვერ დაგეხმარებათ. რუსეთი უნდა შეეგუოს რეალობას. უკრაინა ბოლომდე მოახდენს რუსეთის ფედერაციის დემილიტარიზაციას, ბოლომდე განდევნის თავდამსხმელებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ჩუმად დაელოდეთ ფინალს”,- წერს პოდოლიაკი.

მსგავსი თემები