,,თავისუფლებას მაღალი ფასი აქვს, მაგრამ მონობა კიდევ უფრო ძვირი ღირს”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელების სიმართლე არის ბრძოლა თავისუფლებისთვის. მისი თქმით, ამ ბრძოლაში მათი ეფექტური და ძლიერი იარაღია გამბედაობა, მამაცობა და სათნოება.

„ამ ბრძოლაში ჩვენ გვაქვს ერთი ძლიერი და ეფექტური იარაღი. ჩვენი სულისა და ცნობიერების ურო და ხმალი. გამბედაობა და მამაცობა. სათნოება, რომლებიც გვიბიძგებს კეთილი საქმეებისკენ და ბოროტების დასამარცხებლად. გამბედაობის მთავარი აქტი გამძლეობა და ყველაფრის მიუხედავად საქმის ბოლომდე მიყვანაა. ჭეშმარიტება ანათებს ჩვენს გზას. ჩვენ ეს ვიცით. ჩვენ ვიცავთ მას. ჩვენი სიმართლე არის ბრძოლა თავისუფლებისთვის. თავისუფლებას მაღალი ფასი აქვს. მაგრამ მონობა კიდევ უფრო ძვირი ღირს“, – წერს ზელენსკი.

მსგავსი თემები