,,ევროიტეგრაციის გზაზე ყველა სიკეთე, ყველა ის პროგრესი, რომელიც იქნა მიღწეული, ეს არის ჩვენი გუნდის დამსახურება”- ღარიბაშვილი

,,მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ ჩვენი ქვეყნის ევროიტეგრაციის გზაზე ყველა სიკეთე, ყველა ის პროგრესი, რომელიც იქნა მიღწეული ბოლო ათ წელიწადში, ეს არის ჩვენი გუნდის დამსახურება,”– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება იყო მხოლოდ პოლიტიკური და ეს არ იყო დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება.

„მინდა, შევეხო წლის მთავარ მოვლენას, ეს არის ევროკავშირის გადაწყვეტილება, საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, რომელიც მანამდე იყო რთული წარმოსადგენი. ამ ომმა დააჩქარა პროცესები, ჩვენ ეს კარგად გვესმის. ჩვენ ველოდებოდით, რომ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს, თუმცა კარგად გვესმის, რომ ეს იყო მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტლება, ეს არ იყო დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ამ ეტაპზე არ მიეჭნია სტატუსი. თუმცა ჩვენ გვჯერა, რომ ამ სტატუსს ჩვენი ქვაყანა ძალიან მალე მიიღებს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის გარემოება და ის წარმატებული რეფორმები, რომლებიც ჩვენ გავატარეთ. 12 რეკომენდაცია, რომელიც განისაზღვრა ჩვენი ქვეყნისთვის ზედმიწევნით იქნა შესრულებული პარლამენტისა და ჩვენი ჩართულობით. ახლა ველოდებით ჩვენი ევროპელი კოლეგების გადაწყვეტილებას.

მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ ჩვენი ქვეყნის ევროიტეგრაციის გზაზე ყველა სიკეთე, ყველა ის პროგრესი, რომელიც იქნა მიღწეული ბოლო ათ წელიწადში, ეს არის ჩვენი გუნდის დამსახურება მხოლოდ, იქნებოდა ეს ჯერ კიდევ ასოცირების შეთანხმება, შემდეგ თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ახლა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანა ევროკავშირის წევრობაზე და მიღებული ევროპული პერსპექტივა. ეს ყველაფერი არის „ქართული ოცნების“ დამსახურება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

მსგავსი თემები