,,საერთაშორისო დონეზე მიხეილ სააკაშვილი გამორჩეულია იმით, რომ არის მასშტაბური დამნაშავე”- რატი იონათამიშვილი

საერთაშორისო დონეზე მიხეილ სააკაშვილი გამორჩეულია იმით, რომ არის მასშტაბური დამნაშავე და ჩადენილი აქვს უმძიმესი დანაშაულები,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა. იონათამიშვილის რუსი უფლებადამცველის, მარკ ფეიგინის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად 4 იანვარს, გლობალური აქციის მოწოდებით გამოვიდა. „ძალიან მიჭირს სერიოზული კომენტარის გაკეთება, როცა სააკაშვილზე საუბარია, როგორც გლობალურ ერთობაზე. საერთაშორისო დონეზე ეს ადამიანი რაიმეთი თუ არის გამორჩეული, ის არის მასშტაბური დამნაშავე, რომელსაც უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი და არის კრიმინალური, ძალადობრივი სისტემის შემქმნელი ჩვენს ქვეყანაში. კი ბატონო, ასეთმა ადამიანებმა იაქტიურონ და ასეთი განცხადებები აკეთონ, რათა კიდევ უფრო რეალურად წარმოჩინდეს…

მეტი...

,,დადგმულია, მისი შემოტანა, როგორც განუბაჟებელი საქონელი აქედან დაწყებული, გაგრძელებული იმ შოუებით, რასაც დღეს ვუყურებთ”- კალაძე სააკაშვილზე

,,არანაირი კრიტიკული მდგომარეობა არ არსებობს, ეს არის მიზანმიმართულად დადგმული სპექტაკლები, რომლის მთავარი შემოქმედი და მონაწილე გახლავთ თავად მიხეილ სააკაშვილი,” – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ყველა დამნაშავემ, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე. „საერთოდ ყველაფერი დადგმულია, მისი შემოტანა, როგორც განუბაჟებელი საქონელი აქედან დაწყებული, გაგრძელებული იმ შოუებით და კონცერტებით, რასაც დღეს ვუყურებთ, ეს არის მიზანმიმართული დადგმული სპექტაკლები, რომელსაც ჰყავს თავისი აქტორები, იმართება სხვადასხვა ქვეყნიდან, გაფორმებულია სხვასდახვა კონტრაქტები, ხელშეკრულებები თუ როგორ უნდა წარიმართოს პიარკამპანია“, – განაცხადა კალაძემ.

მეტი...

,,ჯარში არ იმსახურებს ის, ვინც გადაიხდის 10 000 ლარს…ჩვენი შვილები სჭირდებათ ყმებად”- ნათელაშვილი

ასე ეხმიანება ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სავალდებულო ჯარში გაწვევის გადავადებასთან დაკავშირებით მთავრობის ახალ გადაწყვეტილებას. მისი თქმით, სავალდებულო გაწვევის გადავადებისთვის 10 000 ლარის გადახდას მოქალაქეები ვერ შეძლებენ. ,,წლის ბოლოს ივანიშვილის ოლიგარქიულმა რეჟიმმა გაგვახარა ახალი გადაწყვეტილებით, კერძოდ, ჯარში იმსახურებს ყველა, გარდა მათ, ვინც გადაიხდის 10 000 ლარს, თქვენ ალბათ კარგად წარმოგიდგენიათ 10 000 ლარის გადახდის შანსი ვის აქვს ჩვენს ქვეყანაში, ხალხს საახალწლო პროდუქცია ვერ უყიდია, რომ ერთი ვახშამი გააკეთოს. ამდენად, ჩვენი შვილები მათ კვლავ სჭირდებათ ყმებად, ხოლო საკუთარ შვილებს გვიზრდიან ბატონებად. შესაბამისად, ხელისუფლების შეცვლისთანავე ჩვენ მივიღებთ კანონს და ჯარში სამსახური გახდება…

მეტი...

,,თუ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, ძალიან მძიმე იქნება მისი კარიერისთვის” – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, თუ სალომე ზურაბიშვილის  მიხეილ საკაშვილს შეიწყალებს ეს იქნება ძალიან მძიმე გადაწყვეტილება პირადად მისთვის და მისი კარიერისთვის. მისივე თქმით,  მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, არანაირი კრიტიკული მდგომარეობა არ არსებობს. ,,არანაირი კრიტიკული მდგომარეობა არ არსებობს, ეს არის მიზანმიმართული დადგმული სპექტაკლები, რომლის მთავარი შემოქმედი და მონაწილე გახლავთ მიხეილ სააკაშვილი, საერთოდ ყველაფერი დადგმულია, მისი შემოტანა, როგორც განუბაჟებელი საქონლის, აქედან დაწყებული, გაგრძელებული იმ შოუებით და კონცერტებით რასაც დღეს ვუყურებთ, ეს არის მიზანმიმართული, დადგმული სპექტაკლები, რომელსაც ჰყავს თავისი აქტორები, იმართება სხვადასხვა ქვეყნიდან, გაფორმებულია სხვადასხვა კონტრაქტები, ხელშეკრულებები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა წარიმართოს პიარ…

მეტი...

,,შალვა ნათელაშვილისნაირი ადამიანების გამო ქართულ პოლიტიკას სახელი აქვს გატეხილი”- იაგო ხვიჩია

,,შალვა ნათელაშვილისნაირი ადამიანების გამო ქართულ პოლიტიკას სახელი აქვს გატეხილი და ნორმალური ადამიანები პოლიტიკისგან თავს იკავებენ,”- ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისი თქმით,  ერთ-ერთი მედიის ეთერში შალვა ნათელაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ თავის დროზე „გირჩმა“ მის პარლამენტიდან გარიცხვას მხარი დაუჭირა, სიმართლეს არ შეესაბამება. „გირჩმა“ შალვა ნათელაშვილის პარლამენტიდან გარიცხვის წინააღმდეგ მისცა ხმა. ერთადერთი ხალხი ვიყავით, ვინც გამოვედით და ეს უმსგავსო გადაწყვეტილება, შალვა ნათელაშვილის პარლამენტიდან გაგდება დავგმეთ. გუშინ შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში დაგვაბრალა, რომ ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტიდან მის გარიცხვას მხარი დაუჭირა და ტყუილის საფუძველზე, ერთ-ერთი ოპოზიციური არხის „პრაიმ ტაიმში“…

მეტი...

დაძაბულობა კოსოვოში – სერბეთმა შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა

კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში არსებული დაძაბულობის გამო, სერბეთმა შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა.  სერბეთის პრეზიდენტია განცხადებით, მიიღებს ყველა ზომას ხალხისა და სერბეთის დასაცავად. „პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა სერბეთის არმიას უბრძანა, იყოს საბრძოლო მზადყოფნის უმაღლეს დონეზე, ანუ შეიარაღებული ძალების გამოყენების დონეზე“, – განაცხადა სერბეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა. სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბრატისლავ გაშიჩმა გასცა ბრძანება სრული საბრძოლო მზადყოფნის შესახებ პოლიციისა და უსაფრთხოების სხვა დანაყოფებისთვის და ისინი დაექვემდებარებიან არმიის შტაბის უფროსის.

მეტი...

რუსეთმა დაახლოებით 103 220 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. გენშთაბის მონაცემებით, რუსეთმა დაახლოებით 103 220 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 103 220; ​ტანკი – 3 016; ჯავშანტექნიკა – 6 024; საარტილერიო სისტემა – 1 998; სარაკეტო სისტემა – 418; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 212; თვითმფრინავები – 283; ვერტმფრენი – 267; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 707; საკრუიზო რაკეტები – 653; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 652; გემი/ნავი/კატარღა – 16; ​ სპეციალური აღჭურვილობა – 179.

მეტი...

,,შეერთებული შტატები და მისი ნატოელი მოკავშირეები ცდილობენ რუსეთზე გამარჯვება ბრძოლის ველზე მოიპოვონ”- ლავროვი

,,შეერთებული შტატები და მისი ნატოელი მოკავშირეები ცდილობენ რუსეთზე გამარჯვება ბრძოლის ველზე მოიპოვონ, რათა ჩვენი ქვეყანა გაანადგურონ,” – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გამოცემა TASS-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, „ცხელი კონფლიქტის“ ბენეფიციარი შეერთებული შტატებია. „კოლექტიური დასავლეთისა და მათი მარიონეტის, ზელენსკის ქმედებები ადასტურებს უკრაინის კრიზისის გლობალურ ხასიათს. საიდუმლო არ არის, რომ აშშ-ისა და მისი ნატოელი მოკავშირეების სტრატეგიული მიზანია რუსეთის წინააღმდეგ გამარჯვების მოპოვება ბრძოლის ველზე, როგორც ჩვენი ქვეყნის დასუსტების ან უფრო მეტი, განადგურების მექანიზმი. ჩვენი ოპონენტები ყველაფერს გააკეთებენ ამ მიზნის მისაღწევად,” – განაცხადა ლავროვმა.  

მეტი...

„დაიღუპა და დაიჭრა მტრის 100-მდე ჯარისკაცი”- უკრაინელებმა დონბასში რუსების 4 სამეთაურო პუნქტსა და ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ტერიტორიებს დაარტყეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა ზაპოროჟიეს ოლქის ვასილიევსკის რაიონში რუსული ძალების ცოცხალი ძალის კონცენტრაციას ადგილს დაარტყეს. უწყების ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა, გასული დღის განმავლობაში, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში რუსული ძალების თავდასხმები მოიგერიეს და მოწინააღმდეგეს რამდენიმე დარტყმა მიაყენეს. „დაიღუპა და დაიჭრა მტრის 100-მდე ჯარისკაცი. დანაკარგებს შორის არის რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის 15 თანამშრომელი“, – აცხადებენ გენშტაბში.  

მეტი...

,,გაურკვეველია ამდენი ხანი სატელეფონო საუბრის საშუალება რატომ არ აქვს სააკაშვილს”- შალვა ხაჭაპურიძე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი განმარტებებს ითხოვს, რატომ აუკრძალეს მიხეილ სააკაშვილს წერილების გაგზავნა. ამასთან, ადვოკატი ითხოვს, დროულად გაიმართოს პროცესები. ,,ჩვენ გვინდა, რომ ამერიკელი ექსპერტები მოვილიოთ, იქნებ ახალ წლამდე ეს მოესწროს და სასამართლომ გაიზიაროს ჩვენი თხოვნა. იმიტომ რომ დანარჩენ ექსპერტებთან მიმართებაში, არის ქალბატონი მარიამ ჯიშკარიანი, რომელიც აუცილებლად უნდა დაიკითხოს, მათ შორის ინგლისელი ექსპერტი. დანარჩენი, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება გამოვაქვეყნოთ კიდეც ეს ჩვენებები, ამიტომ გვექნება სასამართლოსთვის თხოვნა, რომ იქნებ ახალ წლამდე 2 პროცესი მაინც ჩაინიშნოს. ახალი წლის მერე კიდე 2-3 პროცესი და ამით დამთავრდეს ეს. გუშინ წერილი გავაგზავნე პენიტენციურ სამსახურში, ზუსტად მაგ შეკითხვით……

მეტი...

აშშ-ში უამინდობისა და შტორმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 57-მდე გაიზარდა

აშშ-ში უამინდობისა და შტორმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 57-მდე გაიზარდა. დაშავებულია ათობით ადამიანი. განსაკუთრებით რთული ვითარება ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ბუფალოშია, სადაც თოვლის საფარის სიმაღლე 1 მეტრს აჭარბებს. გასული ათწლეულების განმავლობაში შეერთებულ შტატებში ყველაზე ძლიერი ქარიშხლის შედეგად ქვეყანაში სატრანსპორტო და ენერგომომარაგების პრობლემებია შექმნილი.

მეტი...

ლავროვი მიიჩნევს, რომ აშშ ვლადიმერ პუტინის ლიკვიდაციით იმუქრება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიჩნევს, რომ აშშ ვლადიმერ პუტინის ლიკვიდაციით იმუქრება. ამის შესახებ ლავროვმა „ტასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, კრემლზე გამანადგურებელი დარტყმის მიტანის შესახებ პენტაგონის ოფიციალური პირების განცხადებები პუტინის ფიზიკური განადგურების საფრთხეზე მიუთითებს. „თუ ასეთი იდეები ვინმეს თავში მოსდის, ეს ვიღაც კარგად უნდა დაფიქრდეს ამის შედეგებზე“, – განაცხადა ლავროვმა.

მეტი...

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, მიხეილ თევდორაძეს, დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, მიხეილ თევდორაძეს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევში საგვარეულო სასაფლაოზე დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. 45 წლის ქართველი სამხედრო ბახმუტის მისადგომებთან, ბრძოლის დროს სნაიპერის ტყვიას ემსხვერპლა. მასთან ერთად დაიღუპა სერგო ქართველიშვილი და დაიჭრა სამი ქართველი მებრძოლი. ადგილზე შექმნილი რთული სიტუაციის გამო ამ დროისთვის მხოლოდ მიხეილ თევდორაძის ცხედრის გადმოსვენება მოხერხდა.  

მეტი...

მარკ ფეიგინი მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გლობალური აქციის ჩატარების ინიციატივით გამოდის

რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდებს, საქართველოს საელჩოებთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართონ. „2023 წლის 4 იანვარს, გლობალური აქცია მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად! #SaveMisha. მოვუწოდებთ ყველას, წავიდნენ თავიანთი ქვეყნების დედაქალაქებში არსებულ, საქართველოს საელჩოებთან. ადგილობრივი დროით 12:00 საათიდან”, – წერს ფეიგინი „ტვიტერზე“.  

მეტი...

,,უკრაინამ უნდა შეასრულოს ჩვენი წინადადებები”- ლავროვის ულტიმატუმი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი უკრაინას ულტიმატუმს უყენებს. მისი თქმით, კიევმა უნდა შეასრულოს მოსკოვის შეთავაზებები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამ საკითხს რუსეთის არმია გადაწყვეტს. „ჩვენი წინადადებები რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის შესახებ, იმ საფრთხის აღმოფხვრა, რომელიც იქიდან, მათ შორის ჩვენი ახალი მიწებიდან, რუსეთის უსაფრთხოებას ემუქრება, კარგად არის ცნობილი მტრისთვის. საქმე მარტივია: შეასრულეთ ისინი თქვენივე სასიკეთოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში საკითხს რუსული არმია გადაწყვეტს“, – განაცხადა ლავროვმა. მისივე განცხადებით, კონფლიქტის ხანგრძლოვობასთან დაკავშირებით ბურთი “ვაშინგტონისა და მისი რეჟიმის მოედანზეა”. ლავროვის აზრით, მათ შეუძლიათ ნებისმიერ მომენტში შეაჩერონ “უშედეგო წინააღმდეგობა”.

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში – დაიღუპა ორი ადამიანი

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. ავარია გამთენიისას, თელავში, რუსთაველის გამზირზე მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც ხუთი მგზავრი იმყოფებოდა, ხეს შეეჯახა. დაშავებულები სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მეტი...

ამოღებულია რეალიზაციისათვის განკუთვნილი დაახლოებით 6 ტონა ვადაგასული რძის პროდუქტი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ვადაგასული და საკვებად უვარგისი რძის პროდუქტების რეალიზაციის ფაქტზე პასუხისგებაში ორი პირი მისცეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, რძის პროდუქტების მწარმოებელი ერთ-ერთი კომპანიიდან, მიზერულ ფასად ყიდულობდნენ ვადაგასულ და საკვებად უვარგის პროდუქტებს, რომელიც თითქოსდა უნდა გამოეყენებინათ ცხოველთა საკვებად. “ბრალდებულები რძის პროდუქტებს უცვლიდნენ სასაქონლო იერსახეს, რის შემდეგაც ვადაგასული, უხარისხო საქონლის რეალიზაცია მოტყუებით ხდებოდა თბილისში არსებულ საცხობებში, ნახევარფაბრიკატების დამამზადებელ საწარმოებსა და სავაჭრო ობიექტებში”. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა, შემდგომი რეალიზაციისათვის განკუთვნილი დაახლოებით 6 ტონა ვადაგასული რძის პროდუქტი. დანაშაული ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 219-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თავისუფლების აღკვეთით 2…

მეტი...

,,შავ ზღვაში დამატებით 58 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირია აღმოჩენილი”- ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, შავ ზღვაში დამატებით 58 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირია აღმოჩენილი. „აღმოჩენილია 58 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის რეზერვი, 3023 მეტრის სიღრმეში, Caycuma 1 ბლოკში“,- განაცხადა ერდოღანმა. მისივე თქმით,  შავ ზღვაში თურქეთის ბუნებრივი აირის მარაგი 710 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, რომლის საბაზრო ღირებულება ერთი ტრილიონი დოლარია.

მეტი...

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელია

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელია. საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში წარდგენილნი იყვნენ ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი) ხვიჩა კვარაცხელიამ დაჯილდოებაზე დამსწრეებს ვიდეომიმართვა გაუგზავნა. „მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველას ამ ჯილდოსთვის. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა და დიდი დაფასებაა როგორც ეროვნული ნაკრების წევრებისგან, ასევე თქვენგან. სამწუხაროდ, ამჟამად გარკვეული მიზეზების გამო, თქვენთან ერთად არ ვიმყოფები, რისთვისაც ბოდიშს გიხდით. ძალიან კარგი სანაკრებო წელი გვქონდა და ახლა შევუდგებით ახალი მიზნებისთვის ბრძოლას. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და წინასწარ მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი, ბედნიერებას, ჯანმრთელობასა…

მეტი...

,,არ ვერევით საქართველოს შიდა საქმეებში, საუბარია სიცოცხლის გადარჩენაზე”- არესტოვიჩი სააკაშვილზე

,,ჩვენ არ ვერევით საქართველოს შიდა საქმეებში, საუბარია სიცოცხლის გადარჩენაზე,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. არესტოვიჩი უერთდება რუსი უფლებადამცველის ინიციატივას 4 იანვარს საქართველოს მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად სხვადასხვა ქალაქებში საქართველოს საელჩოებთან აქცია გაიმართოს. ,,ჩვენ არ ვერევით საქართველოს შიდა საქმეებში. საუბარია სიცოცხლის გადარჩენაზე. ადამიანის ყველაზე მთავარი უფლების დაცვაზე. როდესაც ადამიანი კვდება და არსებობს ტოქსიკოლოგიური დასკვნა მოწამვლაზე, როდესაც მომაკვდავი პირი მონაწილეობს სასამართლოში და სასამართლო ვერ ეხმარება მას, ასეთი სასამართლო ვერ ჩაითვლება სამართლიანად. თქვენ გამოდიხართ ადამიანის მხარდასაჭერად რომელსაც საჩვენებლად ანადგურებენ ციხეში. ეს  ადამიანობის წინააღმდეგ დანაშაულია”, – განაცხადა არესტოვიჩმა.

მეტი...

ხობში მეზობელმა მეზობელი დაჭრა

ხობში მეზობელმა მეზობელი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, 50 წლამდე მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დაჭრილი კლინიკაშია მოთავსებული და  მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაჭრის ფაქტი გუშინ მოხდა. დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი პოლიციამ უკვე დააკავა.  

მეტი...

ირანში 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ქალს, რომელმაც აქციაზე თავსაბურავი მოიხსნა

ირანელ ქალს, რომელმაც თეირანში საპროტესტო აქციაზე თავსაბურავი მოიხსნა, თეირანის რევოლუციურმა სასამართლომ “პროსტიტუციის წახალისებისა” და “შეთქმულების ორგანიზებაში” 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ მაჰსა ფეირავს გამამტყუნებელი განაჩენი 25 დეკემბერს გამოუტანა. ის საპროტესტო აქციაზე 17 ოქტომბერს მას შემდეგ დააკავეს, რაც პროტესტის ნიშნად თავსაბურავი მოიხსნა. ცნობისთვის საპროტესტო აქციები ირანში უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. მოსახლეობის პროტესტი 22 წლის ირანელი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. ის “მორალის პოლიციამ” ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის გამო დააკავა და მასზე ფიზიკურად იძალადა. სამართალდამცველების მიერ ნაცემი ახალგაზრდა გოგო მოგვიანებით კლინიკაში გარდაიცვალა.

მეტი...

,,დონბასში არსებული მდგომარეობა რთული და მწვავეა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონბასში არსებული მდგომარეობა რთული და მწვავეა. ზელენსკი მადლობას უხდის უკრაინის ყველა დამცველს, რომლებიც მტკიცედ იკავებენ პოზიციებს და ცდილობენ განდევნონ ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიიდან. „ბახმუტი, კრემინა და დონბასის სხვა ტერიტორიები. მდგომარეობა იქ მძიმე და მწვავეა. ოკუპანტები იყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა რესურსს – და ეს მნიშვნელოვანი რესურსებია – იმისათვის, რომ ცოტაოდენ წინსვლას მაინც მიაღწიონ“, – აღნიშნავს ზელენსკი.  

მეტი...

,,ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ზელენსკის ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს” – მედია

უკრაინის პრეზიდენტსა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, ნარენდრა მოდის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ინდოეთის პრემიერმა ზელენსკის “ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ” მოუწოდა. სატელეფონო საუბრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ  „ტვიტერზე“ დაწერა, რომ სწორედ „დიდი ოცეულის“ სამიტზე განაცხადა საკუთარი ხედვის შესახებ, რა პირობებში შეიძლება, დასრულდეს ომი და ახლა ამ გეგმის რეალიზებაში ინდოეთის დახმარების იმედი აქვს.

მეტი...