,,არ მგონია, რომ ქართულ საზოგადოებას აინტერესებს მაინცდამაინც  9 200-დან ერთი პატიმრის ბედი”- ირაკლი კობახიძე

“დღეს პრემიერი საუბრობდა იმ საკითხებზე, რომლებიც აინტერესებს ქართულ საზოგადოებას, მე არ მგონია, რომ ქართულ საზოგადოებას აინტერესებს მაინც და მაინც  9 200-დან ერთი პატიმრის ბედი,”- ამის შესახებ ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, როდესაც საუბარია იმაზე, რომ რეციდივისტის შეწყალება იქნება დამაზიანებელი იმიჯისთვის, მუქარა არაფერ შუაშია.

,,იმიჯის დაზიანება ხდება თავისთავად და არა ვინმეს დახმარებით. როდესაც საუბარია იმაზე, რომ რეციდივისტის შეწყალება იქნება დამაზიანებელი იმიჯისთვის, აქ მუქარა არაფერ შუაშია. გახსოვთ წარსულშიც შეიწყალა კონკრეტული ადამიანები სალომე ზურაბიშვილმა და ამან დააზიანა მისი იმიჯი, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დამაზიანებელი შეიძლება იყოს ასეთი ნაბიჯი მისი იმიჯისთვის”, – აღნიშნა კობახიძემ.

 

 

მსგავსი თემები