,,რუსეთი სომხეთს აიძულებს, შეუერთდეს რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს”- სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით, რუსეთი სომხეთს აიძულებს, გაუხსნას დერეფანი აზერბაიჯანს და შეუერთდეს რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს.

„სომხეთი აგრძელებს წინააღმდეგობის გაწევას“, – აცხადებს გრიგორიანი.

არმენ გრიგორიანის თქმით, 13 სექტემბერს აზერბაიჯანის შეჭრა სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე, ასევე სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ე.წ. ლაჩინის დერეფნის ჩაკეტვა, ჯდება რუსეთის მხრიდან სომხეთზე ზეწოლის ჩარჩოში. მისივე თქმით, სწორედ ამაში მდგომარეობს სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში არსებული კრიზისის მიზეზი.

 

 

მსგავსი თემები