,,უმუშევრობის დონემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ სიღარიბის დამარცხება და უმუშევრობის შემცირება,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, 2021 წლის მეორე კვარტლიდან, 2022 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით, 229 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

„სიღარიბე და უმუშევრობა ბუნებრივია, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მთავრობისთვის. ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ სიღარიბის დამარცხება და უმუშევრობის შემცირება. მესამე კვარტალი ამ კუთხითაც გამოირჩეოდა -უმუშევრობის დონემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია, 15.6% შეადგინა უმუშევრობის დონემ. ასევე მინდა გითხრათ, რომ 2 წელიწადში, 2021 წლის მეორე კვარტლიდან, 2022 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით, შეიქმნა 229 000 ახალი სამუშაო ადგილი, 229 ათასი ადამიანი დასაქმდა ამ ბოლო თითქმის 2 წელიწადში. აქედან არასახელმწიფო სექტორში 209 000 ადამიანია დასაქმებული.

ასევე, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი მოქალაქეების დასაქმებას. 30 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი უკვე დასაქმებულია ბოლო 7 თვეში. რესურსი არის ძალიან დიდი – მოგეხსენებათ, რომ 200 ათასი ადამიანი არის სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი და ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა ეს ადამიანი დავასაქმოთ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები