რუსეთი უკრაინას მშვიდობიანი მოქალაქეებით ევაჭრება

რუსული მხარე თანახმაა, უკრაინას განადგურებული „აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესაძლებლობა მისცეს. არსებობს ერთი პირობა – მოსახლეობას გვირაბებიდან იმ შემთხვევაში გამოიყვანენ, თუ უკრაინელი სამხედროები იარაღს დაყრიან და რუსებს ჩაბარდებიან.

ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების განცხადებით, რუსეთი ნებისმიერ დროს მზად არის, გამოაცხადოს ჰუმანიტარული პაუზა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის.

„ცეცხლის შეწყვეტა დაიწყება უკრაინული ძალების მიერ თეთრი დროშების აღმართვის შემთხვევაში. თუ ასეთი ნიშნები „აზოვსტალის“ მეტალურგიული ქარხნის რომელიმე ნაწილში დაფიქსირდება, რუსეთის შეიარაღებული ძალები დაუყოვნებლივ შეწყვეტენ საომარ მოქმედებებს და უზრუნველყოფენ უსაფრთხო გასასვლელს “, – რუსეთის თავდაცვაში.

შეგახსენებთ, რომ „აზოვსტალის“ ქარხანას უამრავი სამოქალაქო პირი აფარებს თავს. გვირაბებში არიან ბავშვებიც, რომლებსაც ელემენტარული პირობები და საკვები არ გააჩნიათ. იქვე ჰყავთ დაჭრილი სამხედროები და გარდაცვლილები, რომელთა გაყვანა ტერიტორიიდან ვერ ხერხდება.

მსგავსი თემები