,,რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მუშაობს, თუმცა სანქციები პანაცეა არ არის”- ჯოზეფ ბორელი

,,რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მუშაობს, თუმცა სანქციები პანაცეა არ არის და ომს მხოლოდ სანქციები ვერ შეაჩერებს,”– ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირმა უკვე შეამცირა რუსული ნავთობის იმპორტი 90 პროცენტით და შეამცირა დამოკიდებულება რუსულ გაზზე რეკორდულ დონემდე.

„სანქციები არ არის პანაცეა, მხოლოდ ის ვერ შეაჩერებს ომს. ეს მხოლოდ ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომელიც გამოვიყენეთ, მაგრამ უკვე აშკარაა, რომ მუშაობს და სერიოზული შედეგები მოჰყვა რუსეთისთვის: რუსეთის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაზარალდა და კარგავს მოდერნიზაციის უნარს“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

მსგავსი თემები