არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ფაქტზე დაკავებულ პირს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ფაქტზე დაკავებულ პირს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული 12 წლის მოზარდს მუქარითა და ფსიქოლოგიური ზეწოლით აიძულებდა თბილისის ქუჩებში მოწყალების თხოვნას და სხვადასხვა წვრილმანი ნივთების ქურდობას, არასრულწლოვანის მიერ შეგროვებულ თანხას კი თავად  განკარგავდა.

სასამართლომ ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დანაშაული 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები