ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინის მიმართულებით 20-ზე მეტი რაკეტა ისროლეს

უკრაინის არმიის ჩრდილოეთის სარდლობის ინფორმაციით, გამთენიისას, ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინის მიმართულებით 20-ზე მეტი რაკეტა ისროლეს.

სარდლობის ცნობით,  9 რაკეტა ჩერნიგოვის რაიონში, საზღვართან ახლოს ტყეში ჩავარდა.

კიევის რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლექსი კულებას განცხადებით,  რაკეტები რეგიონის ვიშგოროდის რაიონში გარკვეულ “ინფრასტრუქტურულ ობიექტს” მოხვდა.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

მსგავსი თემები