„სლავიანსკ-კუბანში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ექვსი დრონი დაეცა”- რუსეთი

კრასნოდარის მხარეში, სლავიანსკ-კუბანში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ექვსი დრონი დაეცა. ინფორმაციას სლავიანსკის რაიონის ხელმძღვანელმა, რომან სინიაგოვსკიმ განაცხადა. სინიაგოვსკის განმარტებით, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

”18-19 მაისის ღამეს, უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით თავდასხმის დროს, სლავიანსკ-კუბანში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ექვსი დრონი დაეცა”, – წერს ის სინიაგოვსკი „ტელეგრამ“ არხზე.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით კრასნოდარის ტერიტორიის თავზე უკრაინის შეიარაღებული ძალების 57 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

 

მსგავსი თემები