,,ამ ხელმოცარულებს ცივი წყალი გადაასხა”- ირაკლი ზარქუა დეგნანის განცხადებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას ეხმიანება, სადაც ელჩი აცხადებს: ,,ცოტა დამაბნეველია, ზოგიერთი რამდენ დროსა და ენერგიას ხარჯავს სანქციების ან სხვის ფულთან დაკავშირებული საკითხების განხილვაზე”.

ზარქუას შეფასებით, კარგი იქნება თუ ელჩი იმ პირებზე იქნება ფოკუსირებული, ვინც სანქციებზე დღე და ღამ საუბრობს.

„ისინი უთმობენ სწორედ დიდ დროს სანქციების თემას და ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქის, ჩვენი ქვეყნის მისამართით და თან ცრუ ბრალდებებს. კარგი იქნება, თუ ქალბატონი დეგნანი უფრო ფოკუსირებული იქნება რეალურ ავტორებზე, ვინც ამ სანქციებზე დღე და ღამ საუბრობს. მან ერთი ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა და ვეთანხმები. მან თქვა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები სანქციებზე და კონკრეტულ პიროვნებებზე საუბრობს, გადაწყვეტილებას იღებს, ეს არის ღია, გამჭვირვალე პროცესი, ყველასთვის ცნობილია და მსგავსი რამ არ იგეგმება. ამ ხელმოცარულებს, რომლებიც არიან პოლიტიკაში, როგორც შიგნით მავნებლები, ასევე საგარეო ფრონტზე, მათ შორის უკრაინაში, ამით კიდევ ერთხელ ცივი წყალი გადაასხა და თქვა, რომ დიახ, არავინ არ გეგმავს კონკრეტული ადამიანის სანქცირებას და თუ იქნება, ეს იქნება ღია, გამჭვირვალე და ამას თეთრი სახლი პირდაპირ ატყობინებს. ამით ეს დისკუსია მოკვდა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

,,დამაბნეველია, რამდენ დროსა და ენერგიას ხარჯავს ზოგიერთი სანქციებისა და სხვისი ფულის განხილვაზე” – კელი დეგნანი – (mcm.ge)

 

მსგავსი თემები