,,ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, საზოგადოებისთვის საინტერესოა ივანიშვილისა და დეგნანის შეხვედრის შინაარსი”- რატი იონათამიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება, იცოდეს აღნიშნული შეხვედრის შინაარსის შესახებ.

„დღეს უკვე ვიცით, რომ მსგავს შეხვედრას არც თუ ისე დიდი ხნის წინ ნამდვილად ჰქონდა ადგილი, მაგრამ საზოგადოებამ ამ შეხვედრის შინაარსის შესახებ არ იცის. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, საზოგადოებისთვის შინაარსი ძალიან საინტერესოა. საინტერესო და ყველასთვის უკეთესი იქნებოდა, თუ შინაარსზეც გარკვეული განმარტებები გაკეთდებოდა.

ვისაც ყოველთვის სურდა, რომ ჩვენს რეგიონში ყოფილიყო არეულობა, ვისაც ყოველთვის სურდა, ჩვენს რეგიონში სტაბილური განვითარება არ ყოფილიყო და ამას ყველანაირად უშლიდა ხელს, ეს რუსეთის ფედერაციაა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული და ამ უბედურებას განაგრძობს. ეს ყველასთვის ცხადია. ჩვენ განსაკუთრებით გვმართებს ყურადღება იმისთვის, რომ სწორედ ამ გამოწვევებს გავართვათ თავი და ჩვენი ქვეყნის, მოსახლეობის უსაფრთხოება დავიცვათ. ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, როდესაც მაგალითად, უკრაინის ოფიციალური პირები პირდაპირ საუბრობენ, რომ კარგი იქნებოდა, თუ მეორე ფრონტი გაიხსნებოდა საქართველოში და საქართველო შეეხიდებოდა უკრაინას მსხვერპლში“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მსგავსი თემები