,,არ დავნებდებით მანამ, სანამ ბოლო ოკუპანტს არ გავაძევებთ და არ დავიბრუნებთ ჩვენი მიწის ბოლო სანტიმეტრს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი  უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავცელებს. ზელენსკის თქმით, ახლა უკრაინა იცავს საკუთარ სახელმწიფოებრიობას იარაღით ხელში, რათა მსოფლიოში ყველამ გაიგოს, რომ უკრაინა არის თავისუფალი, თვითმყოფადი, სუვერენული, განუყოფელი და დამოუკიდებელი სახელმწიფო.

„ჩვენი ქვეყნის ისტორია ათას წელს ითვლის, თუმცა სახელმწიფოებრიობის დღესასწაულს დღეს პირველად აღვნიშნავთ. ჩვენ არ გვჭირდება ფეიერვერკები იმისთვის, რომ მსოფლიოს დავანახოთ, თუ რას ნიშნავს ჩვენთვის უკრაინა. ჩვენ სამშობლოს 155 დღეა იარაღით ხელში ვიცავთ. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენთვის თითოეული დღე სახელმწიფოებრიობის დღეა. ჩვენი მებრძოლები დღეს უკრაინას იცავენ. ჩვენ პირველი არასოდეს ვისვრით, თუმცა თუ თავს ჩვენს სახლს  ესხმიან, ჩვენ ბოლომდე ვიბრძვით.

სახელმწიფოებრიობის დაკარგვა არ არის ტერიტორიების ან მიწების დაკარგვა, ეს არის მომავლის იმედის, სულის და გულის დაკარგვა. უკრაინელებს ამ ყველაფრის დაკარგვა უფრო აშინებთ, ვიდრე მტრის ტანკები, ავიაცია და რაკეტები. თითოეული ჩვენგანი მზად არის, ეს ყველაფერი სიცოცხლის ფასად დაიცვას. მონობაში ცხოვრება თავისუფლება არ არის. თავისუფლების გარეშე, უკრაინა უკრაინა ვერ იქნება. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნისთვის. არ დავნებდებით მანამ, სანამ ბოლო ოკუპანტს არ გავაძევებთ ჩვენი სახლიდან და არ დავიბრუნებთ ჩვენი მიწის ბოლო სანტიმეტრს”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები