„უკრაინის კონტრშეტევა ხერსონის რეგიონში სულ უფრო ძლიერდება”- დიდი ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განახლებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის კონტრშეტევა ხერსონში სულ უფრო ძლიერდება. უწყების ინფორმაციით, უკრაინამ გამოიყენა მისი ახალი, შორ მანძილზე მოქმედი არტილერია მდინარე დნეპროზე არსებული სამი ხიდის დასაზიანებლად.

„უკრაინის კონტრშეტევა ხერსონის რეგიონში სულ უფრო ძლიერდება. მათმა ძალებმა დიდი ალბათობით, მდინარე ინგულეცის სამხრეთით შექმნეს ხიდი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის ჩრდილოეთ საზღვარს ქმნის. უკრაინამ მათი ახალი, შორ მანძილზე მოქმედი არტილერია გამოიყენა, რათა მდინარე დნეპრის გადაღმა სულ მცირე, სამი ხიდი დაეზიანებინა, რომელსაც რუსეთი მისი კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიების მომარაგებისთვის ეყრდნობა,”- ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში.

ამასთან, დაზვერვის ცნობით, ერთ-ერთი მათგანი, 1 000-მეტრიანი ანტონივსკის ხიდი ქალაქ ხერსონთან, გასულ კვირას დაზიანდა. უკრაინამ მას ხელმეორედ 27 ივლისს დაარტყდა და დიდი ალბათობით, ახლა ის გამოუსადეგარია.

მსგავსი თემები