სპეცოპერაციის შედეგად ფონიჭალაში ერთი პირი დააკავეს

ფონიჭალაში სპეცოპერაციის შედეგად ერთი პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მისი დაკავება სავარაუდოდ,  ნარკორეალიზაციას უკავშირდება.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გავრცელებული ინფორმაციით,  სპეცოპერაცია ფონიჭალის გარდა კიდევ რამდენიმე ადგილზე ტარდება. დაკავებები ამ შემთხვევაშიც ნარკოდანაშაულს ეხება.

 

 

მსგავსი თემები