,,როცა ადამიანს აქვს ორი სამშობლო, კაცმა არ იცის რომელი უფრო სტიკვა”- სოზარ სუბარი პრეზიდენტზე

,,პრეზიდენტი რას ამბობს საერთოდ არ მაინტერესებს ამ შემთხვევაში ჩვენზე რას იტყვის ეს ყველაზე ნაკლებად საინტერესოა,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა. მისი თქმით, გაურვეველია რა ,,თამაშს თამაშობს”  საქართველოს პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი.

,,როცა ადამიანს აქვს ორი სამშობლო როგორც ჩანს, მაინც კაცმა არ იცის რომელი უფრო სტიკვა და სტკივა თუ არა ის სამშობლო, რომელიც მისი მეორე სამშობლოა და სადაც ის არ დაბადებულა და რომლის კულტურაც ბოლომდე ვერ გაითავისა და კაცმა არ იცის რა თამაშს თამაშობს და ვის თამაშს თამაშობს. ეს არის ძალიან სამწუხარო, რაზეც მწყდება გული მე სალომე ზურაბიშვილის მიმართ.

მაშინც ვიცოდით, რომ სხვა კულტურაში იყო გაზრდილი, მიუხედავად გვარიშვილობისა, მიუხედავად თუ რომელ მთავრობას წარმოადგენდა, ემიგრანტ მთავრობას, ვგულისხმობ პირველს, მაგრამ იმის გამო, რომ ის იყო სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის და ევროკავშირიდან წამოსული ადამიანი, ვფიქრობდით, რომ ჩვენი ინტერესები იმდენად ემთხვევა ერთმანეთს, რომ ორი სამშობლო არ შეუშლის ხელს, ემსახუროს საქართველოს ინტერესებს. მაგრამ როგორც კი პირველი, გარკვეულწილად ეს წინააღმდეგობა შეიძლება გაჩენილიყო, იქ მან სხვა თამაში აირჩია”- განაცხადა სოზარ სუბარმა ,,იმედის” ეთერში.

მსგავსი თემები