,,დამაბნეველია, რამდენ დროსა და ენერგიას ხარჯავს ზოგიერთი სანქციებისა და სხვისი ფულის განხილვაზე” – კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, დამაბნეველია, თუ რამდენ დროს ხარჯავენ  გარკვეული პირები სანქციების, ან სხვის ფულთან დაკავშირებული საკითხების განხილვაზე, ნაცვლად იმისა, რომ ყურადღება კონცენტრირებული იყოს ევროკავშირის წევრობისკენ..

,,შეერთებული შტატების მხრიდან სანქციებისა და ზეწოლის შესახებ ბევრი ბუნდოვანი ინსინუაცია იყო. ფინანსური სანქციები ასე არ მუშაობს. მათ, ვინც სანქცირებულია შეერთებული შტატების მიერ, ეს იციან, რადგან ინფორმაცია საჯაროდ არის განთავსებული. სახაზინო დეპარტამენტი გამოსცემს პრესრელიზებს, არსებობს საჯარო საძიებო სია, რათა ეცნობოს ბანკებს და სხვა ინსტიტუტებს სანქციების დაწესების შესახებ.

გულწრფელად რომ ვთქვათ, ცოტა დამაბნეველია, რამდენ დროსა და ენერგიას ხარჯავს ზოგიერთი სანქციების, ან სხვის ფულთან დაკავშირებული საკითხების განხილვაზე, იმის ნაცვლად, რომ ყურადღება კონცენტრირებული იყოს მკაფიო გზამკვლევზე ევროკავშირის წევრობისკენ”,- განაცხადა კელი დეგნანმა “ინტერპრესნიუსთან”.

მსგავსი თემები