„არასწორი და შეურაცხმყოფელი იყო მისი პირველი პასუხი“ – ყაველაშვილი ამერიკის ელჩს ისევ აკრიტიკებს

საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი, რომელმაც მმართველი გუნდა ახლახან დატოვა, აცხადებს, რომ მედიამაც უნდა დაუსვას კელი დეგნანს ის კითხვები, რასაც თავად სვამს. დეპუტატი ელჩს შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მას სხვა მიზნები ჰქონდა.

„ჩემი ვარაუდით, იმას, რასაც ვფიქრობდი, ჩემთვის ეს დადასტურდა, მაგრამ თუ თქვენ გააგრძელებთ, რომ ვერ მიხვდით და გინდა თუ არა სიტყვა-სიტყვით რაზე იყო საუბარი, გვაქვს ამის შესაძლებლობა ჩვენც და თქვენც, მოვითხოვოთ როგორც ქალბატონი კელი დეგნანისგან, ასევე ბიძინა ივანიშვილისგან ტექსტუალურად, რა დონის შეხვედრა იყო და რაზე იყო ზუსტად საუბარი.

ეს ხომ ჩემი პირადი ახირება არ არის, დარწმუნებული ვარ, თქვენც გაწუხებთ კითხვები. არ გიჩნდებათ კითხვა, რაზე შეიძლება ესაუბრათ ივანიშვილს და კელი დეგნანს? არსებობდა თუ არა (სურვილი), რომ საქართველო მართლა ომში ჩართულიყო? შეიძლებოდა თუ არა ეს სურვილი ყოფილიყო ან რის ხარჯზე შეიძლებოდა ყოფილიყო? მე ხომ ფაქტებით ვესაუბრებოდი, რომ არ გაემიჯნა და პირიქით, მხარდაჭერა გამოხატა ლომჯარიას მიმართ. აღარ ჩავუღრმავდები იმას, რომ არასწორი და შეურაცხმყოფელი იყო მისი პირველი პასუხი, რომ აღარ წაიკითხა (წერილი), ურთიერთპატივისცემა თუ გვაქვს, შეურაცხყოფად აქეთ უფრო ჩავთვლით, რომ არჩეულ ადამიანს ასე უდიერი პასუხი გასცა“ – აცხადებს ყაველაშვილი კელი დეგნანთან დაკავშირებით.

„მეორე ფრონტი უნდა გაეხსნა“ – დეპუტატი ყაველაშვილი ამერიკის ელჩზე

 

მსგავსი თემები