,,როდესაც კიევი იყო კულტურული დედაქალაქი, მოსკოვი ჭაობი იყო”- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღესთან დაკავშირებით Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს.

„დღეს უკრაინა აღნიშნავს სახელმწიფოებრიობის დღეს და კიევის რუსეთის ნათლობის დღეს. დღეს 2 ათეული რაკეტა გაისროლეს ჩვენი ქალაქების მიმართულებით. რუსებს შეუძლიათ მოიპარონ მაცივრები, მაგრამ არა ჩვენი ისტორია. როდესაც კიევი იყო კულტურული დედაქალაქი, მოსკოვი ჭაობი იყო და ასეთივეა ახლაც“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

 

 

მსგავსი თემები