ქალი, რომელმაც ნიანგს პირიდან ტყუპისცალი და გამოგლიჯა მამაცობისთვის დააჯილდოვეს

ქალს, რომელმაც ტყუპისცალი და, ნიანგს პირიდან გამოგლიჯა, ჩარლზ III მედალს მამაცობისთვს გადასცემს. ინფორმაციას, Daily Mail ავრცელებს.

2021 წლის მაისის ბოლოს გოგონები მექსიკაში, პუერტო ესკონდიდოს მახლობლად, ლაგუნაში ბანაობდნენ, როცა წყალში ნიანგი შენიშნეს. დებმა სასწრაფოდ ნაპირისკენ გაცურეს, მაგრამ რამდენიმე წამის შემდეგ ერთ-ერთი ტყუპისცალი ნიანგის პირში აღმოჩნდა. მეორემ კი მტაცებელს კბენდა და მუშტებს ურტყამდა და საბოლოოდ, და პირიდან გამოგლიჯა.

ნიანგის თავდასხმის შემდეგ ორივემ ჭრილობები მიიღო. გოგონები ფიზიკურად თითქმის გამოჯანმრთელდნენ, მაგრამ ფსიქოლოგიური ტრავმა ჯერ ისევ ეტყობათ.

მსგავსი თემები