„ბავშვთა სამყაროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებმა აქცია გამართეს

დახლების გაშლისა და საქმიანობის გაგრძელების მოთხოვნით, გარემოვაჭრეებმა „ბავშვთა სამყაროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გამართეს და გზა გადაკეტეს.

გარემოვაჭრეები, ათი დღის წინ, მერიის წარმომადგენლებმა გააფრთხილეს, აღნიშნული ტერიტორიიდან დახლები აეღოთ და მერიის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ადგილას გადასულიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაჯარიმდებოდნენ.

გარემოვაჭრეების მერიის შეთავაზებას არ დათანხმდნენ, რადგან მათივე თქმით,  მერიის მიერ შეთავაზებულ ადგილას არ არის მოწყობილი შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

არსებული ინფორმაციით, გარემოვაჭრეები პროტესტის გაგრძელებას გეგმავენ.

მსგავსი თემები