„ეს არის ტერორისტული ომი“ – ემანუელ მაკრონი უკრაინაზე

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინის მხარდამჭერ მორიგ განცხადებას ავრცელებს და რუსეთის მიერ წარმოებულ ომს „ტერორისტულ ომს“ უწოდებს.

„რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა განახორციელა. ეს არის ტერიტორიული ომი, რომელიც გვეგონა, რომ ევროპული მიწიდან გაქრა. ეს არის მე-20 საუკუნის დასაწყისის, თუნდაც მე-19 საუკუნის ომი. მე ვსაუბრობ კონტინენტზე, რომელიც  კოლონიური იმპერიალიზმისგან დაზარალდა. რუსეთი არის ერთ-ერთი უკანასკნელი კოლონიალური იმპერიული ძალა, რომელმაც თავის ინტერესების დასაცავად, მეზობელ ქვეყანაში შეჭრა გადაწყვიტა“, – ასეთია პრეზიდენტ მაკრონის გზავნილი.

 

მსგავსი თემები