„საშინელი ამბავი გავიგეთ, ახალოს არავინ მიგვიშვა“- სენაკში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

გავრცელებული ინფორმაციით, სენაკში ადგილი ჰქონდა ე.წ კრიმინალურ გარჩევას. სისხლიან გარჩევას, წინ ხმაური უძღოდა. მოკლულია 25 წლის მამკაცია, ხოლო 2 ახალგაზრა დაიჭრა. მკვლელობის ადგილი გარდაცვლილის ჭიშკარია. არსებული ცნობებით, დაპირისპირება წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება.

მეზობლების ინფორმაციით, დაჭრილი 2 მამაკაციდან ერთ-ერთი მოკლულის ძმაა, მეორე კი მეზობელი.

“საშინელი ამბავი გავიგეთ, ერთი მოკლულია და ორი კი, დაჭრილი. რა მოხდა, დეტალებზე ჯერ არავინ არაფერს ამბობს. ახლოს არ მიგვიშვეს. შემთხვევა მოკლულის საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან მოხდა. დანითაა მოკლული. ძმებიდან ერთი სპორტსმენი ყოფილა, მეორეს ცეხი ჰქონია, ალბათ, პატარა ბიზნესით იყო დაკავებული. დაჭრილ ბიჭებს სასიკვდილო არაფერი სჭირთ, ოპერაცია გაუკეთეს. იმედია, ყველაფერი გაირკვევა“, – განაცხადა მოკლული მამაკაცის მეზობელმა.

მსგავსი თემები