,,ელჩის ინიციატივით ჩაინიშნა შეხვედრა და თან გრძელდებოდა სამი საათი, არ მგონია სპორტის განვითარებაზე ყოფილიყო საუბარი”- ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანისა და „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის შესახებ საუბრობს. ზარქუას განმარტებით, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ შეხვედრის თემა, სწორედ ომი იყო.

,,ფაქტია, ელჩის ინიციატივით ჩაინიშნა ეს შეხვედრა და თან გრძელდებოდა სამი საათი, არ მგონია სპორტის განვითარებაზე ყოფილიყო საუბარი. არც შეიძლება მეათე ხარისხოვან თემებზე ყოფილიყო, მთავარი გამოწვევა მსოფლიოში არის ომი, სადაც რუსეთია აგრესორი და იპყრობს უკრაინის ტერიტორიებს. სავარაუდოდ, გონივრულო ეჭვი არსებობს, რომ ამაზე იყო, თუმცა, ვერ ვადასტურებ,”- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დეპუტატის თქმით, ,,მეორე ფრონტის” გახსნის თემა მმართველ პარტიას არ მოუგონია.

,,კონკრეტული ადამიანები, მათ შორის, საქართველოში რადიკალური ოპოზიციიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, გვარები იყო ჩამოთვლილი, იყო მათ შორის, უკრაინის მაღალჩინოსნებიდან, ყველამ იცის გვარები, ვისგანაც პირდაპირი მოწოდება იყო – “იქნებ მეორე ფრონტი გაიხსნას, საკმარისია ჩვენი ბავშვების და დედების მკვლელობები”, ჩვენ, მმართველ პარტიას ხომ არ მოგვიგონია ეს?! ამაზე ვთქვით, რომ გამორიცხულია, ჩვენი ქვეყანა არ ჩაერთვება ომში,”- აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

მსგავსი თემები