,,საქართველო და უკრაინა ბუნებრივი მოკავშირეები უნდა იყვნენ პუტინის აგრესიის წინააღმდეგ”- კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, საქართველო და უკრაინა ბუნებრივი მოკავშირეები უნდა იყვნენ პუტინის აგრესიის წინააღმდეგ. მისივე თმით, უკრაინას და საქართველოს შორის განხეთქილებით მხოლოდ რუსეთი სარგებლობს.

,,საქართველო და უკრაინა ბუნებრივი მოკავშირეები უნდა იყვნენ პუტინის აგრესიის წინააღმდეგ. ეს ხალხი კარგად იცნობს რუსეთს – მათი ისტორიები შეღებილია რუსეთის დარღვეული დაპირებებით, შემოსევებით, ომებითა და ოკუპაციებით. საქართველოსა და უკრაინის ხალხი მტკიცედ არის გაერთიანებული, რაც დავინახეთ ქართველების მხრიდან უკრაინელებისადმი ჰუმანიტარული მხარდაჭერით. რა უთანხმოებაც არ უნდა არსებობდეს პოლიტიკოსებს შორის, უნდა მოგვარდეს მედიის გარეთ, თანაგრძნობისა და იმ კრიზისის გააზრებით, რაც დღეს უკრაინაშია. მხოლოდ რუსეთი სარგებლობს, როდესაც უკრაინას და საქართველოს შორის განხეთქილებაა,”- განაცხადა კელი დეგნანმა “ინტერპრესნიუსთან”.

მსგავსი თემები