რა კავშირშია ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქის ტახტთან?! – გოგაშვილის მორიგი გზავნილი

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის მორიგი წერილი ციხიდან  საპატრიარქოს და პატრიარქის ტახტს ეხება. როგორც გოგაშვილი წერს, ყველაფერს ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი აკონტროლებდა.

„ჩემთან შეხვედრა ითხოვა ვანო ჩხარტიშვილმა, საპატრიარქოს ტახტის სავარაუდო კანდიდატებთან დაკავშირებით სასაუბროდ. მე დავალებული მქონდა მისთვის მიმეწოდებინა ყველა ინფორმაცია. მან თავისი მოსაზრება გამოთქვა სხვადასხვა მეუფეებთან დაკავშირებით, ახასიათებდა სხვადასხვანაირად ყველა მათგანს როგორც საკუთარ კომპანიაში დასანიშნ კანდიდატებს. მან მთავარი აქცენტი გააკეთა მეუფე შიოზე, რომ ის იყო ყველაზე მისაღები კანდიდატი, რომ ეს იყო შეთანხმებული უფროსთან”, – წერს გოგაშვილი.

 

მსგავსი თემები