მომავალი წლიდან, წამლის ფასებზე ზედა ზღვარი დაწესდება

ჯანდაცვის სამინისტრო 2023 წლიდან  მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესებას  გეგმავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ  დაწესებული ზედა ზღვრის ზევით, წამლებს ვერავინ გაყიდის.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, პირველ ეტაპზე, ფასების ზედა ზღვარი, ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დადგინდება.

„თავდაპირველად, ზედა ზღვარს ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტებისთვის განვსაზღვრავთ, რადგან სწორედ ისინი იყიდება ყველაზე დიდი რაოდენობით და არის ყველაზე ძვირადღირებული.

ახლა სწორედ მეთოდოლოგიის შერჩევის ეტაპზე ვართ. პროცესში ჩართულები არიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტები, მათ შორის, ვისაც ნამუშევარი აქვს ამ რეფორმაზე ბულგარეთში, სლოვენიაში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში და ა.შ.“, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა.

 

მსგავსი თემები