„მეუფემ გამაფრთხილა, რომ ჩემი ლიკვიდიაცია დავალებული ჰქონდა ქისტ „ქილერს“  – სოსო გოგაშვილი ციხიდან

პატიმრობაში მყოფი სუს-ის მაღალჩინოსანი მისი ლიკვიდაციის გეგმაზე ისევ საუბრობს და აცხადებს, რომ აღნიშნულის შესახებ ის მეუფემ გააფრთხილა.

„მინდა შევეხო მეუფე იაკობის გაფრთხილებასაც, რის შესახებაც თეამ შეცდომით თქვა დრო, ეს იყო არა 5-6 თვის წინ, არამედ წელიწადნახევრის წინ. მან გამაფრთხილა, რომ ხელისუფლება გეგმავდა ჩემს ლიკვიდაციას. ეს დავალებული ჰქონდა ქისტ ,,ქილერს” და ჩვენი მსჯელობის დროს ამ ინფორმაციის განსჯის შედეგად მივედი დასკვნამდე, რომ თუ ისინი ამას გააკეთებდნენ, შემდეგ ამას მაჩალიკაშვილს დააბრალებდნენ, იმიტომ, რომ როგორც მან მითხრა, ეს ,,ქილერი” იმყოფებოდა პანკისში. მეუფეო, თქვენ ხართ ჩემი შვილიშვილის ნათლია და ამ ფაქტის უარყოფა და არ თქმა დასანანია“ – ასეთია სოსო გოგაშვილის მორიგი გზავნილის ერთი ეპიზოდი.

მსგავსი თემები